პროექტის სახელწოდება-ვაჟას ენის თავისებურება-ფშაური დიალექტი და ფშავ- ხევსურეთის ისტორიული გარემო.
პროექტის მთავარი
იდეა-ვაჟას ენის თავისებურება ,ფშაური დიალექტი, დიალექტის სირთულე.
პროექტის აქტუალობა-ფშაური დიალექტის ახლოს გაცნობა,
რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ადვილად გაიგონ ვაჟას ენა.
პროექტის მიზნები-მოიძიონ მასალები ვაჟას ცხოვრებისა
და შემოქმედების შესახებ, დააკვირდნენ დიალექტურ ფორმებს, ნახონ ჩარგალი და მისი გარემო,
გაესაუბრონ ადგილობრივ მოსახლეობას, თვითონ მოისმინონ ის მეტყველება, რაც ფშაურ დიალექტს
ახასიათებს. მოსწავლეებს განუვითარდეთ: თანამშრომლობის, ძიების, დაკვირვების, ანალიზის
გაკეთების უნარები.
მონაწილეთა ასაკი-12 წელი
ვადვები/ხანგრძლივობა-15 დღე (10-25
მაისი)
ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული შედეგები-სასწავლო- შემეცნებითი
ექსკურსიის ბოლოს მხატვრულ ,დოკუმენტურ, ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით, ადგილობრივ
მცხოვრებლებთან გასაუბრებით, შეძლებენ, უფრო ახლოს გაეცნონ ფშაურ დიალექტს, მოსწავლეებს
განუვითარდებათ: თანამშრომლობის, ძიების, ანალიზის გაკეთების, დაკვირვების უნარები.
მიღწეული შედეგების შესამოწმებლად გამოვიყენებ,
მოსწავლეთა და მშობელთა შთაბეჭდილებებს, თვითშეფასების
სქემას.
პროექტისათვის საჭირო რესურსები და ბიუჯეტი- სახელმძღვანელო, ავტორები: ნ. მუზაშვილი, თ. შარაშენიძე, ვაჟას ცხოვრებისა
და შემოქმედების ამსახველი ლიტერატურული, ვიდეო და ფოტო მასალა, მარკერები, ფურცლები,
კომპიუტერი, ფოტოაპარატი. თანხა ექსკურსიისათვის -400 ლარი (მშობლების დაფინანსება).
პროექტის მსვლელობა-
აქტივობა პირველი -მზადება სასწავლო- შემეცნებითი
ექსკურსიისთვის, მარშრუტის დაგეგმვა და მიზნის განსაზღვრა, საქსკურსიო თანხის შეგროვება მშობლებთან ერთად.
აქტივობა მეორე-მოსწავლეთა დაყოფა ჯგუფებად და თითოეული
ჯგუფის სამუშაოს განსაზღვრა.
I ჯგუფი-წევრები:
მარიამ გაფრინდაშვილი, ანი კვირიკაშვილი, ბექა მაისურაძე, ლადო ლაბაძე და ნუნუ ყაზახაშვილი
მოიძიებენ ,ამოწერენ და ამობეჭდავენ ვაჟას შესახებ ბიოგრაფიული მასალას ,როგორც წიგნებში
,ასევე ინტერნეტში. მუშაობის პროცესში მონიტორინგს გაუწევს პროექტის ხელმძღვანელი (დრო-7
დღე)
II
ჯგუფი -წევრები: მაია კობალაძე, ლუკა ხაჩიძე, მარიამ ლურსმანაშვილი, თათია
ნებიერიძე, გიორგი არუწოვი იმუშავებენ ვაჟას შემოქმედებაზე. მოიძიებენ ,ამოწერან და
ამობეჭდავენ როგორც ნაწარმოებებს, ასევე მისი
შემოქმედების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან
ნაწყვეტებს . პროექტის ხელმძღვანელი გაუწევს მონიტორინგს, მისცემს რეკომენდაციებსა
და მითითებებს .(დრო-7 დღე)
III
ჯგუფი-წევრები : მაია ნოზაძე, ნინო ლანჩავა, თამარ ყეინაშვილი, ლაშა და
გიორგი კიკნაძეები მოიძიებენ და ამობეჭდავენ ისტორიულ, ფოტო და ვიდეო მასალას ფშავ-
ხევსურეთის შესახებ. პროექტის ხელმძღვანელი მონიტორინგს გაუწევს მუშაობის პროცესში (დრო-7 დღე)
აქტივობა მესამე-ფოტო
და ვიდეო მასალის გადაღება ჩარგალში და pover point- ის გამოყენებით
შთაბეჭდილებების გაცნობა თანატოლებისათვის.
პროექტის ხელმძღვანელი-მაყვალა
ხაჩიძე
ელ. ფოსტა-makvala.khachidze@gmail.com
No comments:
Post a Comment