Thursday, February 27, 2014

დღე მეშვიდე

ნელ- ნელა ვუახლოვდებით ტრენინგის დასასრულს, თუმცა ინტერესი სწორედ ახლა ცხოველდება, ელოდები, კიდევ რას ისწავლი, რა საიდუმლოს გაგიმხელს ნათია?
ჩვეულებისამებრ, მეშვიდე  დღეც მნიშვნელოვანი  იყო . ვიმუშავეთ:
*განმავითარებელ შეფასების რუბრიკაზე;
*დიფერენცირებულ სწავლებაზე;
*მოსწავლის მხარდამჭერ დოკუმენტზე
ბოლოს შევაჯამეთ ჩვენი მუშაობა და ერთმანეთს დავშორდით ახალი შეხვედრის მოლოდინით.

Saturday, February 22, 2014

დღე მეექვსე

კომპიუტერული ტექნოლოგიებისადმი ცოდნის შეძენის სურვილი დღითიდღე ცხოველდება, რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის ჩვენს ტრენერს- ნათიას,დღეს .ჩვეული ხალისით გვასწავლა:
*კომენტარების დადება საოფისე პროგრამებში;
*მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკაზე მუშაობა;
 *შევავსეთ პროექტის გეგმები;
*ვიმუშავეთ პორტფოლიოს ჩეკლისტში

Tuesday, February 18, 2014

დღე მეხუთე

ყოველი მომდევნო დღე საინტერესოა, უკვე აზარტია.ასეთი იყო მეხუთე დღეც.რა ვისწავლეთ?
*ბლოგზე კომენტარების დადება;
*ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე;
;*ვისწავლეთ ბლოგზე ვიდეოს გადატანა;
*ციტირებულ  დოკუმენტებზე მუშაობა;
ნელ-ნელა ჩემი კომპიუტერული ცოდნის დონე მაღლდება, რაც ძალიან მიხარია!

Saturday, February 15, 2014

დღე მეოთხე

გამორჩეული,საინტერესო დღე იყო,
 მიმართულების მიმცემი კითხვები გადავიტანეთ გეგმაში,
ვიმუშავეთ ბლოგებზე;
შეფასების გეგმებზე;
გავაკეთეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია;
ვისწავლეთ ბლოგებზე სლაიდის დადება,
დაღლილები და ემოციებით სავსენი დავბრუნდით შინ

Sunday, February 9, 2014

დღე მესამე

მესამე დღე დაიწყო ჩვეულებისამებრ-წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალის გახსენებით, შემდეგ კი გადავედით მეორე მოდულზე,
ვიმუშავეთ სტანდარტებსა და ინდიკატორებზე, რათა მაღალ სააზროვნო დონეზე გავიდეთ.
დეკსტოპზე გადმოვიტანეთ 21-ე საუკუნის ძირითადი უნარ- ჩვევები,
ბლუმის განახლებული ტაქსონომია;
სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა.,შემდეგ ვიმუშავეთ გეგმაზე;
მიმართების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,გუგლ დოკებიდან დოკუმენტების გაზიარებასა და ონლაინ თანამშრომლობაზე.
.დამღლელი, მაგრამ საინტერესო დღე იყო

Saturday, February 8, 2014

დღე მეორე

საქმიანი და საინტერესო აღმოჩნდა
პირველ რიგში გავიხსენეთ წინა დღით შესწავლილი მასალა
ვისაუბრეთ  ბროშურასა და ბროშურის მნიშვნელობაზე
ვივარჯიშეთ ბროშურისა და გაზეთის გაკეთებაზე word-ში
შევასრულეთ ბროშურის შექმნასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო:
ფურცლის შებრუნება,ჩარჩოს გაკეთება, ფურცლის გაფერადება, დაყოფა, ფიგურების გადატანა ფურცლებზე და სხვ.

Sunday, February 2, 2014

დღე პირველი

საინტერესო სამუშაო დავიწყეთ.ტრენერის თბილი ხავერდოვანი ხმა და შემართება  ჩვენც მუშაობის განწყობაზე გვაყენებდა,გავიხსენეთ დესტოპზე მასალის გადატანა, შევქმენით საქაღალდე, ვიმუშავეთ პორტფოლიოს სტრუქტურაზე.დოკუმენტების შენახვაზე, 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევებზე. ვისწავლეთ რეფლექსიის ბლოგზე გაკეთება.